- ნუში - 1 ჭიქა
- ქოქოსის ფანტელი - 200 გ
- დარბილებული კარაქი - 200 გ
- შესქელებული რძე - 1 ქილა
- ვანილი
- დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შესქელებულ რძესთან ერთად. შევურიოთ ვანილი და 100 გ ქოქოსი. მიღებული კრემი შევინახოთ მაცივარში რამდენიმე საათი ან მთელი ღამით. შემდეგ გავაკეთოთ პატარა კამფეტები, გულში ჩავაყოლოთ ნუში, ამოვავლოთ დარჩენილ ქოქოსში და მაცივარში შევაბრუნოთ. უშუალოდ მირთმევის წინ გამოვიღოთ მაცივრიდან.

No comments:
Post a Comment